შტამპის დამზადება: სწრაფი და მოსახერხებელი გამოსავალი!
რელიეფური შტამპი არის ერთგვარი პატარა ხელსაწყო, რომელზეც დატანილია (ამოტვიფრულია) ტექსტი, რაიმე ტიპის ნიმუში ან ლოგო. ის გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირზე, ძირითადად ქაღალდზე შტამპზე დატანილი ინფორმაციის მყისიერად გადატანისთვის.
შტამპები ნებისმიერი თანამედროვე ორგანიზაციის საქმიანობის სავალდებულო ატრიბუტია, რომელიც გამოიყენება ძირითადად შიდა მოხმარების ოფიციალური დოკუმენტების დამოწმებისთვის.
შტამპებს კომპანიის ოფიციალურ ბეჭედთან შედარებით უფრო დაბალი სტატუსი აქვთ – მათი გამოყენება არ ხდება ხელშეკრულების და მაღალი მნიშვნელობის და წონის დოკუმენტების დასადასტურებლად.
როგორც წესი, ორგანიზაციის ოფიციალურ ბეჭედს აქვს მრგვალი ფორმა, ხოლო შტამპის ფორმა შეიძლება იყოს განსხვავებული – სამკუთხა, მართკუთხა, ოვალური, ალმასის ფორმის და ა.შ.
შტამპის დამზადების ფასი მერყეობს 35-80 ლარამდე. ზუსტი ფასი დამოკიდებულია სასურველი შტამპის ტიპზე, ზომაზე და თვისებებზე. იმისათვის რომ მიიღოთ ზუსტი განფასება გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი დიზაინი მეილზე: info@mystamp.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე. ასევე შეგიძლიათ ოფისში ვიზიტი.
შტამპის შემადგენელი ნაწილებია:
შტამპები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში და წარმოადგენს მოსახერხებელ და პრაქტიკულ ხელსაწყოს ინფორმაციის გადაცემისთვის.
დღესდღეობით შტამპების დამზადება საკმაოდ მარტივია. მცირე დროში ხდება ნიმუშის შექმნა და ასევე მცირე დრო სჭირდება შტამპის საბოლოო სახის მიცემა.
ტექნოლოგია, რომელიც დაფუძნებულია პოლიმერულ ნივთიერებაზე, ულტრაიისფერი სხივების გავლენის ქვეშ მისი თანდათანობითი გამკვრივების გზით;
შტამპის ბეჭდვის ტექნოლოგია ლაზერის სხივის გამოყენებით. თუ თქვენ გაქვთ შტამპი, რომელიც შეიცავს მცირე დეტალებს, მაშინ ლაზერული გრავირება საშუალებას იძლევა შეიქმნას რთული სურათები უმაღლესი სიზუსტით;
სითბოს მგრძნობიარე მიკროფოროვანი მასალებისგან არარელიეფური მელნით სავსე შტამპების წარმოების ტექნოლოგია. ტექნოლოგიის პრინციპი ემყარება თბომგრძნობიარე მიკროფოროვანი რეზინის ფორების შერჩევით შერევას ფლეშ ნათურის სინათლის ენერგიის გავლენის ქვეშ, გარდაიქმნება თერმულ ენერგიად (70-75°C).
თუ პირველად აკეთებთ შტამპს თქვენი ორგანიზაციისთვის და არ გაქვთ მზად შტამპის ესკიზი მის შექმნას ჩვენ ვუზრუნველყოფთ. ჩვენს დიზაინერს შეუძლია მოამზადოს ნებისმიერი დიზანის შტამპის ესკიზი და პრინტის განლაგება თქვენი სურვილის მიხედვით.
თუ გსურთ დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ საკანცელარიო შტამპების შესახებ, დაგვიკავშირდით!

კომპანიის ბეჭედი ნებისმიერი თანამედროვე ორგანიზაციის საქმიანობის სავალდებულო და განუყოფელი ატრიბუტია, რომელიც გამოიყენება ოფიციალურ დოკუმენტებზე იურიდიული ძალის მისაცემად.

ფაქსიმილე თქვენი ხელწერის ასლია, რომელიც გამოიყენება ოფიციალური დოკუმენტების დასტურისთვის. ის ხშირად გამოიყენება კომპანიებში (სხვადასხვა დეპარტამენტებში), სახელმწიფო უწყებებში და სხვა ორგანიზაციებში.