mystamp.ge

შტამპის დამზადება

შტამპის დამზადება: სწრაფი და მოსახერხებელი გამოსავალი!

მთავარი » შტამპის დამზადება
შტამპები, რელიეფური შტამპის დამზადება. Updated 2024
შტამპების დამზადება, რელიეფური შტამპის დამზადება ფასი. Updated 2024

რელიეფური შტამპის დამზადება

რელიეფური შტამპი არის ერთგვარი პატარა ხელსაწყო, რომელზეც დატანილია (ამოტვიფრულია) ტექსტი, რაიმე ტიპის ნიმუში ან ლოგო. ის გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირზე, ძირითადად ქაღალდზე შტამპზე დატანილი ინფორმაციის მყისიერად გადატანისთვის.

შტამპები ნებისმიერი თანამედროვე ორგანიზაციის საქმიანობის სავალდებულო ატრიბუტია, რომელიც გამოიყენება ძირითადად შიდა მოხმარების ოფიციალური დოკუმენტების დამოწმებისთვის.

შტამპებს კომპანიის ოფიციალურ ბეჭედთან შედარებით უფრო დაბალი სტატუსი აქვთ – მათი გამოყენება არ ხდება ხელშეკრულების და მაღალი მნიშვნელობის და წონის დოკუმენტების დასადასტურებლად.

როგორც წესი, ორგანიზაციის ოფიციალურ ბეჭედს აქვს მრგვალი ფორმა, ხოლო შტამპის ფორმა შეიძლება იყოს განსხვავებული – სამკუთხა, მართკუთხა, ოვალური, ალმასის ფორმის და ა.შ.

შტამპის დამზადების ფასები:

შტამპის დამზადების ფასი მერყეობს 35-80 ლარამდე. ზუსტი ფასი დამოკიდებულია სასურველი შტამპის ტიპზე, ზომაზე და თვისებებზე. იმისათვის რომ მიიღოთ ზუსტი განფასება გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი დიზაინი მეილზე: info@mystamp.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე. ასევე შეგიძლიათ ოფისში ვიზიტი.

შტამპების გამოყენების სხვადასხვა მიზნები

  • დოკუმენტების დამოწმება: შემოსული და გასული კორესპონდეციების დამოწმება, ხელშეკრულებები დამოწმება, ბლანკების დამოწმება, შიდა მოხმარების ჟურნალებსა და სხვა დოკუმენტებში;
  • პერსონალიზაცია: შტამპები გამოიყენება სავიზიტო ბარათებზე, სასაჩუქრე და სხვა დანიშნულების შეფუთვებზეც;
  • ინვენტარიზაცია: კატალოგების, საინვენტარიზაციო დოკუმენტების დამოწმებისთვის და ა.შ.

შტამპის შემადგენელი ნაწილებია:

  • ბლოკი (შტამპის ბლოგი): ის ნაწილი, რომელზეც ამოტვიფრულია ნიმუში. შტამპის ეს ნაწილი შეიძლება იყოს დამზადებული რეზინის, ხის ან პლასტმასისგან;
  • სახელური: ბლოკის დასამაგრებელი ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს შტამპის გამოყენებას;
  • საღებავი: სპეციალური საღებავი (მელანი, ტუში), რომელიც გადადის ბლოკიდან ქაღალდზე.

 

შტამპების სახეობები:

შტამპები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში და წარმოადგენს მოსახერხებელ და პრაქტიკულ ხელსაწყოს ინფორმაციის გადაცემისთვის.

  • საოფისე შტამპები: გამოიყენება ოფისში დოკუმენტების დამოწმებისთვის;
  • პერსონალური შტამპები: გამოიყენება საკუთარი სახელის, ლოგოს ან სხვა ინფორმაციის დასატანად;
  • ხელნაკეთი შტამპები: მზადდება ხელით და გამოიყენება უნიკალური ნიმუშების შესაქმნელად;
  • სპეციალური დანიშნულების შტამპები: მაგალითად, საფოსტო შტამპები, სამედიცინო შტამპები და ა.შ.

შტამპების დამზადება გსურთ?

დაგვიკავშირდით ვებსაიტზე ხელმისაწვდომი ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით!

შტამპის დამზადება, ბეჭდის დამზადება, Updated 2024
რელიეფური შტამპების დამზადება. Updated 2024

საკანცელარიო შტამპის დამზადება

დღესდღეობით შტამპების დამზადება საკმაოდ მარტივია. მცირე დროში ხდება ნიმუშის შექმნა და ასევე მცირე დრო სჭირდება შტამპის საბოლოო სახის მიცემა.

შტამპის დამზადების ეტაპები:

როგორია შტამპის დამზადების ტექნოლოგია?

1. შტამპის ბლოკის დამზადების პოლიმერული ტექნოლოგია.

ტექნოლოგია, რომელიც დაფუძნებულია პოლიმერულ ნივთიერებაზე, ულტრაიისფერი სხივების გავლენის ქვეშ მისი თანდათანობითი გამკვრივების გზით;

2. ლაზერული გრავირება.

შტამპის ბეჭდვის ტექნოლოგია ლაზერის სხივის გამოყენებით. თუ თქვენ გაქვთ შტამპი, რომელიც შეიცავს მცირე დეტალებს, მაშინ ლაზერული გრავირება საშუალებას იძლევა შეიქმნას რთული სურათები უმაღლესი სიზუსტით;

3. ფლეშ ტექნოლოგია.

სითბოს მგრძნობიარე მიკროფოროვანი მასალებისგან არარელიეფური მელნით სავსე შტამპების წარმოების ტექნოლოგია. ტექნოლოგიის პრინციპი ემყარება თბომგრძნობიარე მიკროფოროვანი რეზინის ფორების შერჩევით შერევას ფლეშ ნათურის სინათლის ენერგიის გავლენის ქვეშ, გარდაიქმნება თერმულ ენერგიად (70-75°C).

ჩვენი შემოთავაზება!

თუ პირველად აკეთებთ შტამპს თქვენი ორგანიზაციისთვის და არ გაქვთ მზად შტამპის ესკიზი მის შექმნას ჩვენ ვუზრუნველყოფთ. ჩვენს დიზაინერს შეუძლია მოამზადოს ნებისმიერი დიზანის შტამპის ესკიზი და პრინტის განლაგება თქვენი სურვილის მიხედვით.

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ საკანცელარიო შტამპების შესახებ, დაგვიკავშირდით!

სხვა მომსახურება

საკანცელარიო ბეჭდის დამზადება, დასარტყამი ბეჭდის დამზადება. Updated 2024

ბეჭდების დამზადება

კომპანიის ბეჭედი ნებისმიერი თანამედროვე ორგანიზაციის საქმიანობის სავალდებულო და განუყოფელი ატრიბუტია, რომელიც გამოიყენება ოფიციალურ დოკუმენტებზე იურიდიული ძალის მისაცემად.

ფაქსიმილეს დამზადება, ფაქსიმილიის დამზადება. Updated 2024

ფაქსიმილეს დამზადება

ფაქსიმილე თქვენი ხელწერის ასლია, რომელიც გამოიყენება ოფიციალური დოკუმენტების დასტურისთვის. ის ხშირად გამოიყენება კომპანიებში (სხვადასხვა დეპარტამენტებში), სახელმწიფო უწყებებში და სხვა ორგანიზაციებში.